ძანიოლოს აგენტი "ტოტენჰემის" ინტერესებზე ალაპარაკდა

10-09-2019, 13:19

იტალიური "რომას" ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლოს აგენტი კლაუდიო ვიგორელი მედიაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაუდა და  აღიარეა, რომ ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის ტრანსფერით ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

"ძანიოლომ ახლახან განაახლა კონტრაქტი "რომასთან" და რომში თავს ბედნიერად გრძნობს. თუმცა, ნიკოლოს ძალიან სიამოვნებდა "ტოტენჰემის" ინტერესი".

"ტოტენჰემის" მხრიდან არსებული ინტერესი ბრწყინვალედ ასახავს ძანიოლოს თამაშის ხარისხს. ინგლისელები დიდი ხნის მანძილზე განიხილავდნენ ძანიოლოს ტრანსფერის ვარიანტს, სანამ ლო ჩელსოს გადაიბირებდა".

"შემიძლია გითხრათ, რომ ინგლისიდან სერიოზული ინტერსი მხოლოდ მაურისიო პოჩეტინოს კლუბს ჰქონდა", – განაცხადა იტალიელის აგენტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით