ალექს მორგანი: "კრიშტიანომ გაუპატიურების ბრალდებას თავი ფულის დახმარებით დააღწია

10-09-2019, 19:37

ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ალექს მორგანი კრიშტიანუ რონალუსადმი გაუპატიურების ბრალდების საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პორტუგალიელმა აღნიშნულ საქმეს თავი ფულის დახმარებით დააღწია.

"როდესაც აღნიშნულ საქმეს გაეცნობი, ნახავ, რომ უამრავი მტკიცებულებები არსებობს და ვფიქრობ, რომ რონალდუმ გაუპატიურების ბრალდებას თავი ასე მარტივად ფულის დახმარებით დააღწია. ქალბატონებს, რომელიც მსგავს სიტუაციაში არიან უნდა დავეხმაროთ, რადგან მათ გვერდში არავინ უდგას".

"რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რონალდუ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად არ მიმაჩნია. უბრალოდ, ის, რასაც პორტუგალიელი მოედანზე აკეთებს, პირად ცხოვრებასთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა მორგანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის მოქალაქე კეტრინ მეიორგანმა რონალდუს 2009 წელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისი თქმით 9 წლის წინ პორტუგალიელმა მასზე სექსუალურად იძალადა და შემდგომ დუმილის სანაცვლოდ 375 000 დოლარი გადაუხადა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით