ზინედინ ზიდანს ედენ აზარზე მეტად, პოლ პოგბას გადაბირება სურდა !

11-09-2019, 02:04

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ფრანგ თავკაცს, ზინედინ ზიდანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განსხვავებული გეგმები ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტს ლონდონის "ჩელსიდან" ედენ აზარის ტრანსფერზე მეტად, მისი თანამემამულისა და ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირება სურდა.

ცნობების მიხედვით, ზიდანი 26 წლის შუახაზელს, ხორვატი "მაესტროს", ლუკა მოდრიჩის შემცვლელად მოიაზრებდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა აზარი, 130 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შეიძინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით