"ტოტენჰემი" პაულო დიბალას შეძენას იანვარში ეცდება !

11-09-2019, 02:07

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემს", ტურინის "იუვენტუსიდან" არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას გადაბირების საქმეზე ხელი ჯერაც არ აუღია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა 26 წლის ვარსკვლავის შეძენას, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიდევ ერთხელ შეეცდება.

ცნობების მიხედვით, "ტოტენჰემი" მზადაა დიბალას სანაცვლოდ, 85 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის გადაბირებით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით