ჟორჟინიო: "ჩელსიში" დარჩენას კიდევ მინიმუმ 4 წლით ვგეგმავ"

11-09-2019, 02:12

ლონდონის "ჩელსის" იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო ფრელო, მის მომავალზე საუბრობს:

"თავს ამჟამად შესანიშნავად ვგრძნობ, არაჩვეულებრივი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც ყველაფერში მეხმარებიან და ინგლისში ადაპტირების პროცესს მიმარტივებენ."

"ამასთან ერთად, კლუბის მიერ არჩეული გზაც ძალიან მომწონს, ამიტომაც ვფიქრობ "ჩელსიში" კიდევ მინიმუმ 4 წლით დავრჩები."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის შუახაზელი "არისტოკრატთა" რიგებში, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ნაპოლიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით