მარიო გიოცეს კონტრაქტის გახანგრძლივების საქმე წარუმატებლად მიმდინარეობს !

11-09-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "დორტმუნდის ბორუსიასა" და მის გერმანელ ნახევარმცველს, მარიო გიოცეს შორის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები, წარუმატებლად მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შუახაზელს სურს მინიმუმ 4 წლიანი კონტრაქტი მიიღოს, რაზეც გერმანული გრანდი, მოთამაშის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, უარს ამბობს.

ცნობების მიხედვით, ამ მიზეზით გიოცემ შესაძლოა მისი გუნდი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, უფასოდ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით