ნაბილ ფეკირი: "ლივერპულმა" თავის გასამართლებლად, მუხლის არარსებული ტრავმა მომიგონა"

11-09-2019, 14:34

ანდალუსიური "რეალ ბეტისის" ახალწვეული და ფრანგი ნახევარმცველი, ნაბილ ფეკირი, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუბრობს:

"ალბათ ყველასათვისაა ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი გადაბირებით, მერსესაიდული "ლივერპული" იყო დაინტერესებული. მეტსაც გეტყვით, ინგლისში გადასვლამდე მხოლოდ საათები მაშორებდა და სამედიცინო შემოწმებაც კი გავლილი მქონდა."

"თუმცა მოულოდნელად, იურგენ კლოპის გუნდმა ტრანსფერის გაუქმება მოინდომა და გულშემატკივრებთან თავის გასამართლებლად, მუხლის არარსებული ტრავმა მომიგონა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის მოთამაშე "ბეტისის" რიგებში, ფრანგული "ოლიმპიკ ლიონიდან", 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით