კევინ დე ბრუინი: "კარიერის ბოლოს, ვინსენტ კომპანის მსგავსად, "ანდერლეხტში" წავალ"

11-09-2019, 14:39

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, მის მომავალზე საუბრობს:

"ამჟამად ცხადია ჩემი გუნდისა და მასთან ერთად, როგორც ევროპულ, ასევე ადგილობრივ ტურნირებში წარმატების მიღწევის გარდა, არაფერი მაინტერესებს, თუმცა თანდათანობით, კარიერის გეგმებზე მაინც მიწევს ფიქრი."

"კარგი იქნება თუ სათამაშო პერიოდის დასასრულს, ვინსენტის მსგავსად, სამშობლოში დავბრუნდები და "ანდერლეხტის" მაისურს მოვირგებ."

შეგახსენებთ, რომ 33 წლის კომპანიმ "ქალაქელთა" რიგები, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 11 სეზონის შემდეგ დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით