"ასტანამ" ვაისის შესახებ კომენტარი გააკეთა

11-09-2019, 17:37

როგორც მოგეხსენებათ, გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების  მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი  ნაკრების დატოვებას გეგმავდა.

უცხოური წყაროები იუწყებოდნენ, რომ სლოვაკი სპეციალისტით "ასტანა" დაინტერესდა.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად "ასტანას" ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამ ეტაპზე სლოვაკი სპეციალისტის სამსახურით გუნდი დაინტერესებული არ არის, რადგან ასტანას ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, რომან გრიგორჩუკს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით