კომპანი: "ის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველია"

11-09-2019, 18:19

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ  რომ ვირჯილ ვან დეიკი პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველია.

"შესაძლოა, დიდების სცენაზე ტერიმ და ფერდინანდმა უფრო მეტი დრო გაატარეს, ვიდრე - ვან დეიკმა, მაგრამ ის ნიშნები, რომლებიც ჰოლანდიელს ემჩნევა, ძალიან ღირებულია".

"იმის მიუხედავად, რომ ის ტოპ მცველების სიაში მცირე ხნის წინ ჩაეწერა, საკუთარი შესაძლებლობები უკვე დაგვანახა".

"თუ ჩვენ შევხედავთ, როგორი იყო ლივერპული ვან დეიკის გარეშე და როგორია ახლა, მივხვდებით, რა დონის ფეხბურთელია ის. ჩემი აზრით, გუნდის თამაშის ხარისხზე ამხელა გავლენა არცერთ მცველს არ მოუხდენია", - განაცხადა ბელგიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით