ოფიციალურად: "ვალენსიამ" მთავარი მწრთვნელი დაითხოვა

11-09-2019, 19:03

ოფიციალური ინფორმაციით, ესპანურმა "ვალენსიამ" მთავარი მწვრთნელი მარსელინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ვალენსიას" მწვრთნელის პოსტზე მარსელინიოს ალბერტ სელადესი შეცვლის. სელადესი თავის დროზე კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა. მან სამწვრთნელო კარიერა ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრებში დაიწყო. შემდეგ ის "ფურია როხას" 17- და 21-წლამდელთა გუნდებსაც წვრთნიდა. ამას გარდა ის ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "რეალის" მწვრთნელების ასისტენტიც იყო.

რაც შეხება მარსელინიოს, ესპანელმა "ვალენსია" 2017 წელს ჩაიბარა. გასულ სეზონში მან "ღამურების" ხანგრძლივი უტიტულო პერიოდი დაასრულა და გუნდთან ერთად კოპა დელ რეი მოიგო.

2017-2018 წლებში ის ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მისმა გაწვრთნილმა "ვალენსიამ" 1 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 წააგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით