ტრავმა იმაზე მძიმეა, ვიდრე ელოდნენ. ლეო მესი მოედანს ვერ უბრუნდება

11-09-2019, 20:12

ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონა" "ვალენსიას" უმასპინძლებს.

სავარაუდოა, რომ ამ მატჩში კატალონიელებს ლეო მესი ისევ ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, არგენტინელმა შემტევმა ტრავმა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო და გუნდის ამერიკული ტურნე გაუცდა. გავრცელებული ინფორმაციით ლეო ჯერჯერობით ისევ მარტო ვარჯიშობს და ჯერ გუნდთან ერთად თამაშის შესაძლებლობა არ აქვს.

ჯერჯერობით უცნობია ისიც, ითამაშებს თუ არა მესი ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში დორტმუნდის წინააღმდეგ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით