კურტუას აგენტი მონაკოში დაიჭირეს

11-09-2019, 23:13

მადრიდის "რეალის" ბელგიელი კიპერის, ტიბო კურტუას აგენტი მონაკოში დააკავეს.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, კრისტოფ ჰენროტაის დაკავების მიზეზი ფულის გათეთრება და კორუფცია გახლავთ.

წყაროს ცნობით, ჰენროტაის გარდა მონაკოს პოლიციამ კიდევ ექვსი პირი დაიჭირა, რომლებიც მასთან ერთად მონაწილეობდნენ კორუფციულ საქმეებში.

ხსენებული აგენტი ბელგიაში საკმაოდ ცნობილია და ტიბო კურტუას გარდა ასევე არაერთი ბელგიელი ფეხბურთელის, მათ შორის იური ტილემანსის აგენტია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით