დორტმუნდში "მანჩესტერის" ინტერესი დაადასტურეს

11-09-2019, 23:24

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, მაიკლ ზორკმა დაადასტურა, რომ ჯეიდონ სანჩოს შეძენა რამდენიმე ევროპულ კლუბს სურდა.

"მანჩესტერელებთან შეხვედრა გვქონდა, სადაც ჩემი კონსულტანტი მივიდა. ინგლისელებს სანჩოს შეძენა სურდათ."

"თუმცა, ჩვენი პოზიცია ცალსახა იყო. ის არანაირი საფასურის შემთხვევაში არ დატოვებს კლუბს."

"გუნდიდან წასვლის სურვილი არც თავად ჯეიდონს ჰქონია. შესაბამისად, სადარდებელიც არაფერია." - აცხადებს ზორკი.

შეგახსენებთ, რომ სანჩომ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით