წავა თუ არა მესი რონალდოს მიერ ორგანიზებულ ვახშამზე - არგენტინელის პასუხი

12-09-2019, 11:19

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ესპანურ გამოცემა Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილიც უკვე შემოგთავაზეთ.

მიუხედავად ამისა, არის კიდევ ერთი, მეტად საინტერესო ფრაგმენტი, რომელიც ლეოსა და პორტუგალიელი გოლეადორის, კრიშტიანუ რონალდუს ურთიერთობას შეეხება და მას ახლა გაგაცნობთ.

"რონალდუსთან ერთად ვახშმობა? ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. შესაძლოა, ჩვენ მეგობრები არ ვართ, რადგან ერთად არასდროს გვითამაშია, მაგრამ კრიშტიანუს ყოველთვის ვხვდები დაჯილდოებებზე.

უკანასკნელ ცერემონიაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. რამდენიმე მიზეზის გამო არ ვიცი, შედგება თუ არა ვახშამი. რთულია განსაზღვრო გადაიკვეთება თუ არა ჩვენი გზები, რადგან ყველას საკუთარი ცხოვრება და ვალდებულებები გვაქვს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მიწვევას მივიღებ." - განაცხადა მესიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით