მატიჩის შეძენისთვის ორი გრანდი იბრძოლებს

12-09-2019, 13:00

როგორც იცით ბოლო დროს პრესაში ატიურად ვრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შუახაზელი, ნემანია მატიჩი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.

ფეხბურთელის სახელს, მილანის "ინტერს" უკავშირებენ, სადაც მისი ხილვა პირადად ანტონიო კონტეს სურს.

მაგრამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატიჩის დამატებას ტურინის "იუვენტუსიც" ეცდება, თუმცა უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ტურინელებს ფეხბურთელის დამატება მომავალი წლის ზაფხულში სურთ, თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ამიტომაც მატიჩის დამატების უფრო რეალური შანსი "ინტერსს" აქვს, რომელსაც სურს სერბი ნახევარმცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინოს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნემანია მატიჩის ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით