იურგენ კლოპი:"აშკარაა რომ მეტი შეგვიძლია"

12-09-2019, 13:24

"ლივერპულის" გერმანელმა თავკაცმა, იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას, საკუთარი გუნდის საჩემპიონო შანსებზე კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყოველთვის მთავარი მატჩების მოგება იყო, ჩემი მოტივაცია ტიტულების მოგება არასოდეს ყოფილა.

"ცხადია ჩვენ წინა სეზონში ჩემპიონობამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, ამიტომც პროგრესი უნდა გავაგრძელოთ, რადგან აშკარაა რომ "ლივერპულს" გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე გასულ სეზონში". - განაცხადა იურგენ კლოპმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დროისთვის ინგლისის პრემიერ ლიგას 12 ქულით სწორედ კლოპის გუნდი ლიდერობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით