პერესმა სავარაუდო ტრანსფერებზე ისაუბრა

12-09-2019, 14:30

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის სამომავლო გეგმებზე და სავარაუდო ტრანსფერებზე ისაუბრა.

"არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა შეძენა ვცადეთ, მაგრამ არ იყიდება. მაგალითად ლევანდოვსკი. მის სანაცვლოდ არაერთი შეთავაზება გავაკეთეთ, მაგრამ მუდამ უარს ვიღებდით."

"მსგავსი შემთხვევა იყო პოგბასთანაც. ფეხბურთელის ყიდვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ კლუბიც თანახმაა."

"მბაპეს დამატება რომ გვინდა, ეს სიახლე არ არის. თუმცა, მისი გაყიდვა პარიზელებმა არ ისურვეს. ჩვენ კვლავ ვეცდებით რომელიმე ახალი ფეხბურთელის შეძენას."

"გუნდი 1.2 მილიარდადაა შეფასებული. 9 მოთამაშე კი FIFA-ს წლის გუნდშია. გასულ სეზონში პრობლემა ერთი ფეხბურთელი არ ყოფილა. ეს მთლიანად გუნდის მენტალობის ბრალი იყო." - აცხადებს პერესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით