თურანს 32 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

12-09-2019, 14:38

კატალონიის "ბარსელონასა" და თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, არდა თურანს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

32 წლის ნახევარმცველსა და თურქ მომღერალ, ბერკაი შაჰინს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ამ უკანასკნელს ცხვირი გაუტყდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ამით არ დასრულებულა. "ბასაქსეშირის" ფეხბურთელმა შაჰინს საავადმყოფოშიც "მიაკითხა" და არალიცენზირებული იარაღიდან სროლა დაიწყო. შესაბამისად, სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

იმ შემთხვევაში, თუ მომავალი 5 წლის განმავლობაში თურანი კანონს აღარ დაარღვევს, მაშინ მას ციხე არ ემუქრება. კლუბმა ის 2.5 მილიონი ლირის ოდენობით დააჯარიმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით