გორეცკამ ოპერაცია ჩაიტარა

12-09-2019, 17:03

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ ოპერაცია გაიკეთა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში გახლდათ გამოძახებული, ჰოლანდიასთან და ჩრდ. ირლანდიასთან სათამაშოდ. თუმცა, მან ვარჯიშზე ტკივილები იგრძნო.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას მარცხენა ფეხის ბარძაყზე ოპერაცია ესაჭიროებოდა.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური საიტის ცნობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 24 წლის ფეხბურთელი დაახლოებით 1 თვის შემდგომ დაუბრუნდება მწვანე მინდორს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით