"ჩელსიმ" და "რეალმა" კანტეს თაობაზე ტრანსფერი შეათანხმებს

12-09-2019, 19:30

შესაძლოა, ლონდონის "ჩელსის" კიდევ ერთმა სუპერვარსკვლავმა გააგრძელოს მადრიდის "რეალში" ასპარეზობა.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" შეთანხმებას მიაღწია ლონდონელთა ფრანგ ნახევარმცველზე, ნგოლო კანტეზე.

წყაროს ცნობით, კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, თუ ფეხბურთელი წასვლას ან "ჩელსი" მის გაყიდვას მოინდებს, მაშინ ის ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეალმა" უკვე გადაიბირა "არისტოკრატების" ერთი ლიდერი, ედენ აზარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით