ვინსენტ კომპანი: "ჯონ სტოუნსი ყველას აჩვენებს თუ რა დონის ფეხბურთელია"

13-09-2019, 02:46

ბელგიური "ანდერლეხტის" კაპიტანი და ცენტრალური მცველი, ვინსენტ კომპანი, მის ყოფილ თანაგუნდელსა "მანჩესტერ სიტის" ინგლისელ ფეხბურთელზე, ჯონ სტოუნსზე საუბრობს:

"მისი პროფილის მოთამაშეებისთვის პრემიერ ლიგაში სტაბილურად გამოსვლა და ასპარეზობა საკმაოდ რთულია, რადგანაც საკუთარ თავზე კარგად გამოვცადე თუ როგორი მძიმეა გაუთავებელ ტრავმებთან ბრძოლა."

"ვფიქრობ ჯონი მალე ყველას აჩვენებს თუ რა დონის მცველიცაა, ამისთვის კი მას პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 33 წლის კომპანიმ, "ქალაქელთა" რიგები, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 11 სეზონის შემდეგ დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით