სერჟ ორიე: "ტოტენჰემის" კონკურენციის გამო დატოვება ? ასეთი რამ არ მოხდება"

13-09-2019, 02:49

ლონდონის "ტოტენჰემის" კოტ-დ'ვუარელი მარჯვენა მცველი, სერჟ ორიე, მის მომავალზე საუბრობს:

"დიახ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩემი გადაბირების სურვილი რამდენიმე კლუბს ჰქონდა, რომელთაგანაც საკმაოდ სარფიანი შემოთავაზებებიც მივიღე, თუმცა ვფიქრობ "ტოტენჰემის" ისტორიაში საკუთარი სახელის დატოვების საქმე, ჯერაც არ დამისრულებია."

"ოდესმე განვიხილავ თუ არა კონკურენციის გამო გუნდიდან წასვლას ? ასეთი რამ არ მოხდება, რადგანაც შეჯიბრობითობა ფეხბურთელს ყოველთვის ეხმარება განვითარებაში."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე ინგლისელთა რიგებში, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით