მაურისიო პოჩეტინო: "კრისტიან ერიქსენი "ტოტენჰემში" ბედნიერია"

13-09-2019, 02:53

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, გუნდის დანიელ ნახევარმცველზე, კრისტიან ერიქსენზე საუბრობს:

"კრისტიანის სახეზე უკმაყოფილება პირადად მე, არასდროს შემიმჩნევია. ის ყოველ სავარჯიშო სესიაზე მხიარულად მოდის და ეს დადებითი ენერგია, სხვა ფეხბურთელებზეც ვრცელდება."

"ერიქსენი "ტოტენჰემში" ბედნიერია, ამიტომაც ვფიქრობ მის წასვლაზე სპეკულირება, დროის ფუჭად ხარჯვაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით