დანი სებალიოსი: "ალექსანდრ ლაკაზეტი "არსენალის" ლიდერია"

13-09-2019, 02:56

ლონდონის "არსენალის" ახალწვეული და ესპანელი ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, გუნდის ფრანგ თავდამსხმელზე, ალექსანდრ ლაკაზეტზე საუბრობს:

"მთლიანობაში, შესანიშნავი გუნდი გვყავს, თუმცა ყველაზე მეტად, შეტევაში მყოფ 3 ვარსკვლავს, ხოლო მათ შორის, ალექსანდრს გამოვარჩევდი, რომელიც ყოველ სავარჯიშო სესიაზე მაოცებს."

"ლაკაზეტმა კარგად იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს ტოტალური ფეხბურთი, ეს თვისება კი დღევანდელი მოთამაშეების ნაწილს არ გააჩნია."

შეგახსენებთ, რომ 23 წლის სებალიოსი "მეთოფეთა" რიგებში, მადრიდის "რეალიდან", 1 წლიანი იჯარით გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით