ფრენკ ლამპარდი: "სესარ ასპილიკუეტა "ჩელსის" განუყრელი ნაწილია"

14-09-2019, 01:51

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი, გუნდის ესპანელ კაპიტანსა და ცენტრალურ მცველზე, სესარ ასპლიკუეტაზე საუბრობს:

"სესართან ერთად საფეხბურთო კარიერაშიც მიასპარეზია და კარგად ვიცი თუ როგორი ტიპის მოთამაშეა. ის ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფიგურაა, რომელსაც გუნდში წესრიგის დამყარება შეუძლია."

"მისი კაპიტნობის მიზეზიც სწორედ ესაა, ასეთ ხასიათსა და პროფეისონალურ მიდგომას, დღეს ხშირად ვერ ვხვდებით."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში მისი არაერთი ცუდი პერფორმანსის შემდეგ, სოციალურ მედიაში "არისტოკრატთა" გულშემატკივრებისგან სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით