ალექსანდრ ლაკაზეტი ტრავმირებულია !

14-09-2019, 01:54

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" ფრანგი ვარსკვლავი, ალექსანდრ ლაკაზეტი ტრავმირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის თავდამსხმელმა, სანაკრებო შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ კოჭის დაზიანება მიიღო, რის გამოც სავარჯიშო სესიის დატოვება მოუწია.

ცნობების მიხედვით, ექიმები ლაკაზეტის ტრავმას, არცთუ ისე მარტივად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე სამედიცინო შტაბის თქმით, მიღებული ტრავმის გამო, მინიმუმ ოქტომბრამდე ვერ შეძლებს ასპარეზობას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით