პეპ გვარდიოლა: "რაჰიმ სტერლინგი ჯერ-ჯერობით ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეზე არ იმყოფება"

14-09-2019, 11:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ინგლისელ თავდამსხელზე, რაჰიმ სტერლინგზე საუბრობს:

"რაჰიმის შედარება ისეთ ვარსკვლავებთან და ლეგენდებთან, როგორებიც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან, ჯერ-ჯერობით დაუმსახურებელი და არასაჭიროა."

"სტერლინგისთვის უკეთესი იქნება თუ მედიის სპეკულირებას ყურადღებას არ მიაქცევს და გაუმჯობესებას განაგრძობს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შემტევმა, კოსოვოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 1 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით