იურგენ კლოპი: "სანაკრებო შესვენებამ სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰზე კარგად იმოქმედა"

14-09-2019, 12:08

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, გუნდის თავდამსხმელებზე, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰზე საუბრობს:

"სანაკრებო შესვენებამ იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის მაისურით ასპარეზობა არ მოუწიათ, შესანიშნავად იმოქმედა, რადგანაც მათ დამსახურებული და საჭირო დასვენების საშუალება მისცა."

"ყველაზე მეტად, ეს სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰს ეხებათ, მათი ფიზიკური მომზადების დონემ ამ პერიოდში ნამდვილად აიწია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კლუბი, 14 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 წუთზე, "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით