პეპ გვარდიოლა: "ლეროი სანეს სეზონის დასრულებამდე დაბრუნდება"

14-09-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის გერმანელ თავდამსხელზე, ლეროი სანეზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა მუხლის მყესის ტრავმა ფეხბურთში ერთ-ერთი უმძიმესია, რომლიდანაც დაბრუნება, რეაბილიტაციის დიდი დროიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია, თუმცა "სიტის" სამედიცინო გუნდის იმედი ბოლომდე მაქვს."

"ვფიქრობ ჩვენი ექიმების დახმარებით, ლეროი დაბრუნებას, სეზონის დასრულებამდე მოახერხებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევი, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ "Community Shield-ის" ფინალურ შეხვედრაში დაზიანდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით