გვარდიოლა: "ლაპორტის ექვს თვეში დაბრუნდება"

14-09-2019, 15:54

მანჩესტერ "სიტის" დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ცენტრალური მცველის, ეიმერიკ ლაპორტის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. სამწუხაროდ, იგი ძალიან დიდი ხნით ვერ დაგვეხმარება."

"ზუსტი დროის დასახელება რთულია. როგორც ექიმები ვარაუდობენ, სრულად გამოსაჯანმრთელებლად ხუთი-ექვსი თვე დასჭირდება." - აცხადებს პეპი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მცველმა "ბრაიტონთან" შეხვედრაში მუხლი დაიზიანა, ოთხი დღის წინ კი ოპერაცია ჩაუტარდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით