ერიქსენი "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა

14-09-2019, 19:13

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი კარიერის გაგრძელებას მადრიდულ კლუბში გეგმავს.

წყაროს ცნობით,  ფეხბურთელი "დეზებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ერიქსენი მომავალ წელს "რეალში" გადასვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავს.

აღსანიშნავია, "სამეფო გუნდს" ნახევარმცველის ყიდვა გასულ ზაფხულსაც სურდა.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ ლონდონელებმა 27 წლის ფეხბურთელს ახალი, 5-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, კონტრაქტის პირობების თანახმად, ნახევარმცველის ანაზღაურება წელიწადში 7.5 მილიონი ევრო იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით