ლამპარდი: "პრემიერ ლიგაში ბევრი რამ იცვლება"

14-09-2019, 20:07

"ჩელსის" თავკაცმაფრენკ ლამპარდმა "ვულვზთან" გასამართი მატჩის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ვულვზი" სერიოზული მეტოქეა. ვფიქრობ, ისინი პრემიერლიგის პირველ ექვსეულში მოხვედრას გეგმავენ".

"ფრთხილად უნდა ვიყოთ. ინგლისში ბევრი კონკურენტუნარიანი გუნდია, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც პატივი უნდა ვცეთ. ინგლისში იოლი თამაში უკვე არ არსებობს. რთული გამოსაცნობია, ვინ მოხვდება საუკეთესო ექვსეულში".

"ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება ყველაფერი. გასულ სეზონში მახსოვს, რომ "ევერტონსა" და "ლესტერზე" საუბრობდნენ. მაშინ "ვულვზს" არც კი განიხილავდნენ" - განაცხადა ლამპარდიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით