პოჩეტინო: "ხალხი "ტოტენჰემზე" უფრო მეტს ჭორაობს ვიდრე სხვა გუნდებზე"

14-09-2019, 20:33

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ მედიის წარმომადგენლებტან ისაუბრა.

"ალბატ ყველა დამეთანხმება, რომ "ტოტენჰემზე" უფრო მეტი ჭორი ჩნდება, ვიდრე სხვა გუნდებზე. ერთი თვის შემდეგ ახალი ჭორები გამოჩნდება. ხალხი ძალიან ბევრს საუბრობს".

"პოზიტიური ამბების დრო მოვიდა - ვიქრორ ვანიამა ჩემს გეგმებში შედის, ისევე როგორც - კრისტიან ერიქსენი. მათ ისეთივე შესაძლებლობები აქვთ, როგორიც სხვა ფეხბურთელებს".

"როცა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მოთამაშეა ისეთი, რომელსაც გუნდის დატოვება სურს, ეს კარგია. ჩვენი მიზანი მატჩების მოგებაა. ვინც გუნდზე არ იქნება კონცენტრირებული, დაგვტოვებს", - განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით