მილანურმა კლუბებმა "სან სიროს" გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს

14-09-2019, 22:29

იტალიური გამოცემა Cariero dello sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" და "ინტერმა" ქალაქის მერიისგან სტადიონ "სან სიროს" გამოსყიდვაზე უარი თქვეს და ახალი არენის პროექტზე მუშაობას აგრძელებენ.

წყაროს თანახმად, მილანის მერი ჯუპეზე სალა კლუბებს სტადიონის 70 მილიონ ევროდ გამოსყიდვას სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღეს. მილანური კლუბების ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ "სან სიროს" გამოსყიდვა და შემდეგ მისი რეკონსტრუქცია ფინანსური კუთხით არაგონივრული იქნებოდა.

ალტერნატივად "მილანსა" და "ინტერს" 60 ათას ადამიანზე გათვლილი ახალი სტადიონის აგება ესახებათ, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას დააკმაყოფილებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით