ორიჯი ტრამვირებულია

14-09-2019, 22:34

"ლივერპულის" თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ  პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "ნიუკასლთან" მოგებულ მატჩში კოჭის დაზიანება მიიღო.

აღნიშნული ტრავმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმის შესახებ გერმანელს ინფორმაცია არ აქვს.

ორიჯი მიმდინარე სეზონში მოედანზე ექვს შეხვედრაში გავიდა და ერთი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რვაჯერ გამოიჩინა თავი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით