რონალდუ: "მას ვერასდროს ვაჯობე და ალბათ, ამას ვერც შევძლებ"

14-10-2019, 23:13

ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავოსანმა ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდომ მედიის წარმომადგენლებთან მადრიდის "რეალის" თავკაცის ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა.

"ზიდანი ჩემთვის სამაგალითოა. მისი, როგორც  მოთამაშის კარიერა ყოველთვის აღმაფრთოვანებდა და ვფიქრობ, რასაც არ უნდა მივაღწიო მასზე უკეთესი ვერასდროს გავხდები".

"გარდა ამისა,  გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ის საუკეთესო სპეციალისტია ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, საოცარი ტაქტიკის გარდა ფეხბურთელებთანაც შესაშურად კარგი ურთიერთობა აქვს, რაც გუნდში ძალიან ბევრს ნიშნავს".

"თუ ოდესმე სამწრთვნელო კარიერას დავიწყებ მიდა ზიდანს დონეს მივაღწიო," -  აღნიშნა პორტუგალიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით