"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული და ესპანელი ნახევარმცველი, როდრი ერნანდესი, ინგლისური "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:
"ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ და მეტოქეს ნაადრევად მივეცით მატჩის კონტროლის საშუალება, რაც თითქმის ყოველთვის უარყოფითად და 3 ქულის დაკარგვით მთავრდება."
"ამჟამად მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, სჯობს შემდეგი მოწინააღმდეგე გვიფრთხილდეს, რადგანაც ახლა ყველაზე მეტად, დაშვებული შეცდომის გამოსწორება გვსურს."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "იადონთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:2.