ტუხელი: "ნეიმარი ფანების კრიტიკას უნდა შეეგუოს"

15-09-2019, 14:37

გუშინ ლიგა 1-ის მე-5 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "პსჟმ" "სტრასბურგს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 სძლია.

მატჩის ერთადერთი გოლი ნეიმარ ჯუნიორმა გაიტანა, რომელსაც გულშემატკივრები ყოველი ბურთის მიღების დროს უსტვენდნენ. აღნიშნულ თემაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ისაუბრა.

"მარტივი არ ყოფილა, თუმცა, ნეიმარმა თავი მაინც გაართვა. კარგია, რომ გოლის გატანა მოახერხა.

"ცხოვრება ესეთია. ქომაგების მსგავსი ქცევა სატრანსფერო ფანჯრის შემდგომ ლოგიკურია, ამიტომაც არავის განვსჯი. ნეიმარი უნდა შეეგუოს კრიტიკას." - აცხადებს ტუხელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით