პაკო ალკასერი: "ბარსელონაში ცუდად მექცეოდნენ"

15-09-2019, 17:46

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსია" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს.

მატჩამდე მცირე ხნით ადრე "ბლაუგრანას" ყოფილმა თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა სამომავლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ბარსელონაში ბევრ ადამიანს ვაფასებ. განსაკუთრებით ეს ეხება თანაგუნდელებსა და ფანებს, რომლებიც ძალიან კარგად მექცეოდნენ. თუმცა, იქ ასევე იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არცთუ სასიამოვნოდ მექცეოდნენ."

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა, რომელსაც ესპანეთში ვერ ვიღებდი. მის გარეშე წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია." - აცხადებს პაკო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით