"მანჩესტერ იუნაიტედი" კროოსის გადაბირებას 75 მილიონად შეეცდება

15-09-2019, 19:48

როგორც გავლენიანი გამოცემა Bild-ი იტყობინება, მადრიდის "რეალის" გერმანელმა  ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, ინგლისელები ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებენ. "ბლანკოსს" პოლ პოგბას დამატება სურს და შესაძლოა ტრანსფერში ფრანგიც ჩართოს.

შეგახსენებთ, კროოსი "რეალში" "ბაიერნიდან" 2014 წელს გადავიდა. მას შემდეგ გერმანელმა "სამეფო კლუბის" რიგებში 237 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა

. ტონი "რეალში" თამაშის პერიოდში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა, ხოლო ესპანეთის ჩემპიონი ერთხელ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით