ზიდანი: "მან დაამტკიცა, რომ შეუდარებელი ფეხბურთელია"

15-09-2019, 21:21

"ლევანტესთან" მოგებით (3-2) დასრულებული მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ხამესმა დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ფიზიკურად იდეალურ კონდიციებში არ არის. როდრიგესის თამაშით კმაყოფილი ვარ. ის მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა".

"მატჩზე იმის თქმა შეიძლება, რომ პირველი ნახევარი ფენომენალურად ჩავატარეთ. მეორე ნახევარი საკმაოდ რთული გამოდგა. როდესაც მოწინააღმდეგე ტაიმის დასაწყისში გიტანს, სიტუაცია ყოველთვის რთულდება".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით