რომელი ნაკრების რიგებში ითამაშებს "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი, ანსუ ფატი ?!

15-09-2019, 23:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ანსუმანე ფატიმ, შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში დაიწყოს ასპარეზობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვინეა-ბისაუში დაბადებული მოთამაშე ამასთან ერთად, პორტუგალიისა საფეხბურთო ფედერაციიდანაც იპყრობს ინტერესს.

ცნობების მიხედვით, 16 წლის ფატის, მისი ნაკრების შესახებ არჩევანის გაკეთება, 2020 წლის ზაფხულამდე მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევმა "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით