მადრიდის "რეალი" კილიან მბაპესთვის 284 მილიონ ევროს ამზადებს

16-09-2019, 09:32

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა", 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი გეგმა, უკვე შეადგინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი, მზადაა გუნდის ლიდერის ტიტული, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავს, კილიან მბაპეს გადასცეს.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსი" 20 წლის ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ, 284 მილიონი ევროს გამეტებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი, "პსჟ-ს" ყატარელი ხელმძღვანელების განცხადებით, კლუბის დატოვებას, უახლოესს მომავალში არ აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით