გრანიტ ჯაკა: "მატჩის მე-2 ნახევარში მეტოქის შეგვეშინდა"

16-09-2019, 10:14

ლონდონის "არსენალის" შვეიცარელი კაპიტანი და ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა, ინგლისური "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"მატჩის საწყისი 45 წუთის განმავლობაში, უშეცდომოდ ვიასპარეზეთ, 2 გოლის გატანა მოვახერხეთ და 3 ქულის მოსაპოვებლად, ძლიერი დასაყრდენი შევიქმენით."

"არ ვიცი ასეთი შედეგი რამ განაპირობა, თუმცა ორთაბრძოლის მე-2 ნახევარში, მეტოქის შეგვეშინდა, რის გამოც თავდაჯერებულობა და მასთან ერთად, გამარჯვების პერსპექტივაც დავკარგეთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით