კლოპი სპანური გრანდების ინტერესის ობიექტია

16-09-2019, 13:08

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, "ლივერპულის" მთავარი მწრთვნელი იურგენ კლოპი ესპანური გრანდების ინტერესის ობიექტად იქცა.

წყაროს მტკიცებით, მადრიდის "რეალი" და კატალონიური "ბარსელონა" 52 წლის სპეციალისტს ახლანდელი დამრიგებლების, ზინედინ ზიდანისა და ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად მოიაზრებს.

შეგახსენებით, კლოპიმ "ლივერპული" 2015 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და სამწლიანიი მუშაობის განმავლობაში ორი ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. მერსისაიდელებთან მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით