გვარდიოლა: "სტერლინგს შეუძლია მესისა და რონალდოს გაუტოლდეს"

16-09-2019, 13:33

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა.

"ამ მომენტისათვის ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სტერლინგი მესისა და რონალდუს დონეზე დგას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას აქვს შესაძლებლობა არგენტინელისა და პორტუგალილის თამასაზე ავიდეს".

"ეს თავად რაჰიმის ოცნებაა, ისევე როგორც ყველა დანარჩენის. ეს ორი ფეხბურთელი წარმოუდგენელ შედეგს დებს – 50-60 გოლი თითო სეზონში ბოლო ათი წლის მანძილზე და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ საგოლე გადაცემას".

"რამდენი წელია, რაც ისინი ოქროს ბურთს ინაწილებენ. სწორედ სტაბილურობა ხდის მათ ლეგენდარულ მოთამაშეებად. თუ რაჰიმი ამის მიღწევას შეძლებს, ვაუ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას ხელი შევუწყოთ", – განაცხადა გვარდიოლამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით