კლოპი: "ამას ჩემი ნებით არასდროს ჩავიცვამ"

16-09-2019, 14:15

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არასდროს იცვამს კლასიკურ შარვალსა და პიჯაკს მოედანზე გასვლისას.

სპეციალისტმა აღნიშნულის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"რა თქმა უნდა გარდერობში მაქვს შარვალ-კოსტუმი, მაგრამ მხოლოდ ქორწილებისა და დაკრძალვებისთვის, ასევე იმ შემთხვევისთვის, თუ სხვა გზა არ მექნება. ჩემი ნებით ამის ჩაცმას ნამდვილად არ ვაპირებ".

"კლასიკურად არ მაცვია, რადგანაც ამის მიზეზი რეალურად არ არსებობს. თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. რაც შეეხება ჰალსტუხს, მასში ნორმალურად სუნთქვაც არ შემიძლია".

"არ მინდა მატჩამდე იმაზე ვიფიქრო, თუ რას ჩავიცვამ და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი რამის ჩაცმა შემიძლია, რაშიც თავისუფლად ვიხტუნებ. უბრალოდ, მე ამისთვის ვარ გაჩენილი", – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით