იტალიელი ჟურნალისტი ლუკაკუსადმი მიმართულ რასისტული გამონათქვამის გამო გაანთავისუფლეს

30-09-2019, 14:41

იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩიანო პასირანი პირდაპირ ეთერში რომელუ ლუკაკუსადმი მიმართული  რასისტული გამონათქვამების გამო გაათავისუფლეს.

"ლუკაკუ ძალიან ძლიერია და ამის გამო ძალიან მომწონს. ის მინიმუმ ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ზაპატა. ეს ფეხბურთელები ფლობენ რაღაც ისეთს, რაც სხვებს არ აქვთ. ისინი გოლებს იტანენ და გუნდს ეხმარებიან".

"თუ მატჩის დროს ლუკაკუ შენთან ერთი-ერთზე მოდის, შენ, უბრალოდ, შიშით მოკვდები. შეიძლება გადარჩე იმ შემთხვევაში თუ თან 10 ბანანი გექნება, რათა მას საჭმელად მისცე", - განაცხადა ჟურნალისტმა.

ამ სიტყვების შემდეგ ეთერში არხის დირექტორი შევიდა, რომელმაც ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ პასირანი ტელეკომპანიიდან გათავისუფლებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით