ლევან კობიაშვილი: "ვაისისადმი დიდი ინტერესებია"

16-09-2019, 14:58

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია იმედს ესტუმრა, სადაც გადაცემაში "სპორტი იმედზე" ვლადიმერ ვაისის შესახებაც ისაუბრა.

"ზოგადად რომ განვიხილოთ, არ ვიცი ეს რამდენად რეალურია. სადღაც სხვა ქვეყანაში რაღაც სააგენტომ დაწერა. მე დანამდვილდებით გეტყვით, გაცილებით დეტალური და კონკრეტული ინფორმაციები მაქვს".

"ამ ადამიანის მიმართ სანაკრებო და საკლუბო დონეზე სერიოზული ინტერესი იყო. ეს სიახლე არ არის ჩვენთვის და სასიამოვნოც გახლავთ".

"მთავარია, ჩვენ გვაქვს მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის მარტამდე და ამ დრომდე წასვლას არავინ აპირებს. ჩვენ ვიცით რისთვის ვემზადებით, ჩვენ ვიცით, კმაყოფილებით ვართ ამით და სწორედ ამიტომ გაგრძელდა კონტრაქტი. ვლადიმერის სურვილებიდან გამომდინარე, ის ბედნიერი და კმაყოფილია საქართველოში მუშაობით",  – განაცხადა ლევანმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით